იყიდება სახლი საგურამოში (წინამძღვრიანთკარში) ე.წ. ექიმების უბანში, 250 კვ/მ სახლი (ახალი აშენებული) + 1000კვ/მ მიწის ნაკვეთი. ელ, ენერგია, გაზი, წყალი, დაყენებულია ელ. ენერგიის მრცხველი და გაკეთებულია არტეზიული ჭა მაღალი სიმძლავრით რომელიც დაჯდა 20 000₾ და საშუალებას იძლევა გაკეთდეს აუზი. ნაკვეთი შემოღობილია რკინა ბეტონის ღობით და დამონტაჟებულია ჭიშკარი. სახლი აშენებულია მაღალი ხარისხის მასალებით, უკრაინული არმატურა, ჰეიდელბერგის ბეტონი, 30სმიანი 5 კამერიანი პემზაბლოკით, ფუნდამეტი დათბუნებულია XPSის 5 სმიანი თბოიზოლაციით, გაყვანილია იტალიური გათბობის მილები, ჭერი დათბუნებულია 12სმიანი პენოპლასტით, გაყვანილია კანალიზაცია და გაკეთებულია 3 მეტრიანი საკანალიზაციო ჭა. ფასადი მზადაა და სპეციალურად დატოვებულია შეუღებავი რომ თქვენს სასურველ ფერში შეიღებოს. ადგილი კარგი მისადგომია მიდის სულ ახალი ასფალტირებული გზა, თბილისიდან 20/30 წუთის სავალზე, ფანჯრებიდან ჩანს ხეობის და მთების შესანიშნავი ხედები. ფასი 105 000$.ტელ.555 256 377.571000 557